- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები ცნობილი გახდება მოგვიანებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

