თელავში სტიქიით დაზიანებული თუ დაკარგული სანომრე ნიშნების აღდგენა უფასოა

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 12 ივლისს, ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ან დაკარგული სანომრები ნიშნის აღდგენა უფასოდ არის შესაძლებელი.

მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობას და სანომრე ნიშნების აღდგენას გეგმავენ, შეუძლიათ 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით მიმართონ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულს.”=აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *