- „თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.

