- სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს.
” ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.”.

