გორში თევზის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ქალაქ გორში ჩატარებული არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა.

“ფიზიკური პირი ა. ჩ.-ს ობიექტზე (მის: გორი, შარტავას ჩიხი N8) გამოვლინდა კრიტიკული შეუსბამობები – ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა; დაილუქა 100 კგ. თევზი.

აღნიშნული შეუსაბამობების გამო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.”-აღნიშნულია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *