მარნეულის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ, სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 472 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტის ქვა.

“სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2,5 ათას ლარს აჭარბებს. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. შედეგად, მხოლოდ ქვემო ქართლის სამოქმედო ტერიტორიაზე, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2026 წლის 3 თვეში წიაღის უკანონო მოპოვების 10 ფაქტი გამოავლინეს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *