- ამა წლის 15 ნოემბერს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე (75-ე) ეტაპი ჩატარდება.
ნათლობის ცერემონია დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება. საღამოს 20:00 საათზე კი ტაძარში მისი უწმინდესობა ილია II მობრძანდება და ახალნათელღებულებს დალოცავს.

