საავტომობილო გზების დეპარტამენტი-გურიის რეგიონში 53 კმ-მდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გურიის რეგიონში 53 კმ-მდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. აქედან, 40 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 7 სხვადასხვა ლოტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჯამში, 53 კმ. გზა რეაბილიტირდება და პროექტების ჯამური ღირებულება 50 მილიონი ლარია

“აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის და ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს, რომელიც მოიცავს ნასაკირალის უღელტეხილს. დასრულდა ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის, ჯამში, 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია

საერთო ჯამში, ასფალტის საფარის მოწყობა დასრულებულია 30 კმ-მდე საავტომობილო გზაზე

პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურას და მოსახლეობას კომფორტული და უსაფრთხო გზებით სარგებლობის საშუალება ექნება”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *