საპატრულო პოლიციამ ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ვ.ფ. სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ დაეუფლა 1993 წელს დაბადებული მ.მ.-ს კუთვნილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მყისიერად მოხდა ავტომობილის ადგილსამყოფელის დადგენა, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დაკავება”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *