თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2004 წელს დაბადებული გ.ბ. თბილისში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხრიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა ორ პირს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *