სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორცილებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა დაფინანსება მიიღო

  • საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 130 ათასი ლარი გამოეყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა ძლიერი წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითვალისწინებს. კონკრეტულად კი გამოყოფილი თანხით მოხდება სოფელ მედანში დამეწყრილი უბნის გზის მონაკვეთისა და სამი ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთის გამაგრებითი სამუშაოები, ასევე გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდება სოფელ საჩინოში ლეფიფიფიეს უბანში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებული ზარალი 2 279 000 ლარს შეადგენს, რომლის დასაფინანსებლადაც თანხა მოძიებულია. ამჯერად თანხა გამოიყო მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად. დამატებითი თანხების გამოყოფა მოხდება სხვა ლოკაციების შესახებ მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. ასევე აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პირველი ეტაპისთვის, 2022 წელს 1 010 000 ლარი გამოეყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *