- თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამივე დაშავებული კონტაქტურ მდგომარეობაში იყო და ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ძალები და საპატრულო პოლიცია. მომხდარის სხვა დეტალები და ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის დგინდება.

