ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

  • საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2021 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა 689 763 ლარის ღირებულების 4 180 მ2 ფართობის ორი მიწის ნაკვეთი.

„ბრალდებულის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დამატებით 499 556 ლარის ღირებულების 6 387 მ2 ფართობის ორი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362- ე, 180-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *