აბიტურიენტმა, რომელსაც დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით უარი ეთქვა naec.ge-ს წინააღმდეგ შსს მიმართა

  • აბიტურიენტმა, რომელსაც დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით უარი ეთქვა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ შსს-ს მიმართა. ინფორმაციას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი ანა არგანაშვილი ავრცელებს.

„სასამართლოს მივმართეთ განმარტების გაკეთების თაობაზე.სსიპ შეფასების და გამოცდების ცენტრის წინააღმდეგ მივმართეთ შსს-ს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.უახლოეს საათებში იძულებითი აღსრულების მოთხოვნით მივმართავთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლო სისტემას და კონსტიტუციურ უფლებებს ვერ გავაუქმებინებთ. შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში ადამიანმა გაიფიქროს, “რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს”. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ “ადამიანის უფლებების” ადვოკატები. ათასნაირი გამოსავალი შეეძლო მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ “ასე შევასრულებ განჩინებას”, “ისე ჩავატარებ გამოცდას”, მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა”, – წერს ანა ანა არგანაშვილი „ფეისბუქზე“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *