ამერიკა მოქმედ პრეზიდენტს გადააყენებს?

ამერიკის ხმა: შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს მოუწოდებს თანამდებობიდან გადააყენოს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ამერიკაში ელოდებიან, რომ კენჭისყრა წინააღმდეგობის გარეშე ჩაივლის და რეზოლუციას დაამტკიცებენ. ამის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტს 24 საათი ექნება იმისთვის, რომ წარმომადგენელთა პალატის მოთხოვნას ოფიციალურად უპასუხოს.

“პრეზიდენტი ჩვენი კონსტიტუციისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ამერიკელი ხალხისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენს. ის დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს თაბამდებობას”, თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *