ამირან გამყრელიძე-წელს ექსტრაორდინარული თუ არაფერი მოხდა, პანდემია დასრულებულად გამოცხადდება

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის მწვავე ფაზა დასასრულისკენ მიდის, რაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

“დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პროგნოზით, რასაც საერთაშორისო დიდი ინსტიტუტები აკეთებენ, მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს აპრილში გარკვეული, შესაძლებელია, მცირე ფლუქტაციებით.

არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ მისი მწვავე ფაზა სწორედ ამ სტრატეგიულ დოკუმენტშია. მათ თქვეს, რომ პანდემიის მწვავე ფაზა სრულდება, ანუ, დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში და ევოლუციაში, დიდი ალბათობით, წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-თან“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *