ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

  • უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

„დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს უწყებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *