ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ადგილობრივი კვების პროდუქტების სარეალიზაციოდ განკუთვნილი სავაჭრო სივრცის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი თანამედროვე სავაჭრო სივრცე უნდა მოეწყოს საგარეჯო-ბადიაურის 17 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ახალი მაგისტრალის სატრანსპორტო კვანძთან, სადაც ადგილობრივი მეწარმეები შეძლებენ უსაფრთხო გარემოში პროდუქციის რეალიზაციას და სტაბილური შემოსავლის მიღებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *