ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

  • ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც „ინტერპრენსიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

„საქართველოს ბანკის“ აღნიშნულმა ფილიალმა მუშაობა უკვე განაახლა.

შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. მძარცველი ბანკის თანამშრომლების დაშინებას იარაღით ცდილობდა და სალაროს გახსნას მოითხოვდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *