ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, მდებარე სკვერს მიხეილ თვაურის სახელი მიენიჭა

  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერს მიხეილ თვაურის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სკვერის საზეიმოდ გახსნეს ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და მიხეილ თვაურის შვილმა მანანა თვაურმა. სკვერის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე,

საკრებულოს წევრები, მიხეილ თვაურის ოჯახის წევრები და სამოქალაქო საზოგადოება.

ინფორმაციისთვის: მიხეილ პავლეს ძე თვაური იყო გამოჩენილი მეცნიერი, კურორტოლოგი, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ექიმი. მან დიდი ღვაწლი გასწია ბორჯომის სამკურნალო მინერალური წყლების შესწავლასა და ხალხის ჯანმრთელობისათვის მისი გამოყენების საქმეში.

მიხეილ თვაურს მინიჭებული აქვს: 1963 წ. – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამედიცინო ხარისხი; 1973წ. – ექიმ-თერაპევტის უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია; 1982წ. – საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის წოდება; 1999წ. – ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.

მას გამოცემული აქვს მრავალი სამეცნიერო მონოგრაფია. მ. თვაურს ეკუთვნის წიგნი-ნაშრომი „კურორტი ბორჯომი და მისი უნიკალური მინერალური წყლები“.

+4

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *