ბუკნარში მოლაპარაკება შედგა

  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივი მუსლიმების და ქრისტიანების მოლაპარაკება შეთანხმებით და თანასოფლელების შერიგებით დასრულდა. მხარეებმა ერთმანეთს შერიგების ნიშნად ხელი ჩამოართვეს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები დაიწყო 12 იანვარს, როცა სოფელ ბუკნარის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა კაცმა, თავის არეში, ქვით მიაყენა დაზიანებები ორ თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. ეს პირი დაკავებულია

ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმებმა დაახლოებით ერთი წლის წინ, სოფელში შეიძინეს კერძო სახლი, რომელსაც საკულტო ნაგებობად და სალოცავად იყენებენ. გავრცელდა ხმები მინარეთის შესაძლო მშენებლობის შესახებ. მუსლიმები მინარეთის მშენებლობის განზრახვას უარყოფენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *