მუჰამედის და სამირის ისტორია

  • უსინათლო მუსლიმანის და ჯუჯა ქრისტიანის ისტორია ნებისმიერს ჩააფიქრებს:

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ისტორიული ფოტოა, რომელიც სირიაშია გადაღებული 1889 წელს. მასზე ასახული არიან უსინათლო მუსლიმანი მუჰამედი და უნარშეზღუდული ჯუჯა, ქრისტიანი სამირი. სამირი მუჰამედზეა დამოკიდებული, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით შეუძლია ქალაქის ქუჩებში გადაადგილება. თავად მუჰამედსაც სჭირდება სამირის დახმარება, რადგან სწორედ მისი თვალების მეშვეობით შეუძლია სიარული წინააღმდეგობის გარეშე. ორივე ობოლი იყო და თავიანთი ძალები გააერთიანეს, რომ ამ სასტიკ სამყაროში გადარჩენილიყვნენ.ლეგენდის თანამმხად, როცა სამირი გარდაიცვალა, უსინათლო მუსლიმანი მუჰამედი ისეთი დათრგუნული იყო, ერთ კვირაში დარდით თავადაც გარდაიცვალა.

სამირსა და მუჰამედს შორის ურთიერთობა ბევრს შეახსენებს, თუ როგორი იყო სირია უახლოეს წარსულში – სახელმწიფო, რომელშიც ყველა ხალხისა და კონფესიისთვის მოიძებნებოდა ადგილი. რწმენის მიუხედავად, ადამიანები საერთო ენას პოულობდნენ და ეხმარებოდნენ. მუჰამედისა და სამირის კავშირი სამაგალითოა ბევრი ადამიანისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *