გიორგი ნემსაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა

  • გიორგი ნემსაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ გიორგი ნემსაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

“მინდა საზოგადეობას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას.

გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას!

მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ.

პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმინობაში წარმატებები ვუსურვო.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *