გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ.

„მინდა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები დავკარგეთ, ასევე გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლები ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს. ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენ ყველას გული დაგვწყვიტა ამ დიდმა ტრაგედიამ და მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 ათას ლარს. ასევე, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო დაღუპული ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *