დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მიუსაფარმა ძაღლმა გაკაწრა

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მიუსაფარმა ძაღლმა გაკაწრა. 

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს NCDC-ში განუცხადეს, ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს. 

ინფორმაციისთვის: გუშინ, 19 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, რადგან ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *