დემოკრატია არის ბრძოლა ტრიბუნიდან

ელისო ბოლქვაძე, მუსიკოსი, დეპუტატი: ერთპარტიული პარლამენტი თავისთავად არ არის სასურველი და ეს ჩვენ ყველამ ვიცით. დემოკრატიის ფორმატი ყველამ კარგად გავიაზროთ, დემოკრატია არის ბრძოლა ტრიბუნიდან. გაყალბებას უნდა დამტკიცება. ხალხო, როგორ შეიძლება ამდენი ლაპარაკი გაყალბებაზე, როცა არ არის დამტკიცებული? სად არის ეს საბუთები? ძალიან ბევრი რაღაც არის გადაჭარბებული. როგორ შეიძლება სრულყოფილი იყოს სასამართლო და ყველა სტრუქტურა ამ ქვეყანაში, რამდენი წელი გავიდა, რამდენი ხანი ვითარდება დემოკრატია საქართველოში? საფრანგეთში ვცხოვრობ მე და ვიცი რამდენი ხანი ვითარდებოდა დემოკრატია. სოციალური მდგომარეობა გგონიათ პარიზში კარგია? მე არ ვარ სოციოლოგი, საქართველო არის გაჭირვებული ქვეყანა, გაჭირვებული რომ იყო, იმიტომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ბევრი რამ გააკეთა. 8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ არ ხართ კმაყოფილი? სტაბილურობა არ გაქვთ? ვინმე დაგესხათ თავს?“- განაცხადა ბოლქვაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *