დღეს განმუხურში აკვაპარკი გაიხსნება

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე აკვაპარკ „ანაკლიაში“ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად დღეს 16:00 სთ-ზე გაიხსნება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ აკვაპარკით სარგებლობა.

მუსიკალურ განწყობაზე კი ადგილობრივი შემსრულებლები იზრუნებენ.

აკვაპარკ ,,ანაკლიაში“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *