დღეს, გიორგი ანწუხელიძეს 38 წელი შეუსრულდებოდა

  • დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

“სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას, განამტკიცებენ მის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას. 23 წლის სერჟანტის ზნეობრივი სიმამაცე, მტრის წინაშე შეუდრეკლობა, სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის.

მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *