დღის რაციონიდან ქონიანი და კალორიანი საკვები ამოიღეთ

  • რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ვიყოთ ჯანმრთელი? პირველ რიგში უნდა ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრებით, ვიცხოვროთ ლაღად და ბედნიერად, შევეცადოთ უფრო მეტი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე. დილას სუფთა ჰაერზე ვარჯიში ძალიან კარგ შედეგს იძლევა ის არამარტო წონაში კლებისთვის არამედ აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას, ხსნის სტრესს, ეფექტურია სისხლის მიმოქცევისთვის.

ჯანმრთელობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს სპორტი, არ აქვს მნიშვნელობა სპორტის რომელ სახეობას მიანიჭებთ უპირატესობას, მთავარია გამოვნახოთ ჩვენი ცხოვრებაში დრო სპორტისთვის და ვარჯიშისთვის! თუნდაც დღეში 30 წუთი… ვარჯიში მოზარდებისთვისა აუცილებელია რადგან ისინი ზრდის პროცესში არიან და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ სრულყოფილნი და ჯანმრთელნი გაიზარდონ.

თუ ტერიტორია არ გაძლევთ სირბილის საშუალებას, სავარჯიშო დარბაზისთვის კი დრო არ გრჩებათ, მაშინ თამამად აიღეთ ხელში ლახტი და გაიხსენეთ ბავშვობა, ლახტზე ხტუნაობა დღეში 10 წუთით, საგრძნობ შედეგს გამოიღებს მოკლე პერიოდში.

ჯანმრთელი ცხოვრებისათვის ასევე მნიშვნელოვანია საკვები. კარგი იქნება თუ გადახვალთ ეკოლოგიურად სუფთა საკვებზე.

გირჩევთ ნელ–ნელა ამოიღოთ დღის რაციონიდან ქონიანი და კალორიანი საკვები და შეეცადოთ მეტწილად ხილი და ბოსტნეული მიირთვათ, გპირდებით ბევრად უკეთესად ირძნობთ თავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *