ცვლილებები მოჭიდავეთა კალენდარში

  • ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ტექნიკური კომისიის ვირტუალურ სხდომაზე, სადაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე 2021 წლის კალენდარი განაახლეს, არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირის ჩატარების თარიღი და ადგილი შეიცვალა.

მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, გაისად იანვარ-თებერვალში არცერთი შეჯიბრება აღარ ჩატარდება. შედეგად გადაწყდა, რომ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი თებერვლის ნაცვლად 19-25 აპრილს პოლონეთში გაიმართება, ევროპის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ტურნირი 18-21 მარტს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდება, მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირმა კი ერთი კვირით გადაიწია და 6-9 მაისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *