რონალდო: კვლავაც ვიზეიმებთ ჩვენს ფანებთან ერთად

  • ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში, შინ ფიორენტინასთან წაგებული მატჩის შემდეგ ემოციები სოციალურ ქსელში გამოხატა.

“გუშინ, ცუდი თამაშითა და შედეგით, რომელიც შორსაა მისაღებისგან, გამოსვლა დავასრულეთ ბევრი რამით გამორჩეულ 2020 წელს. ცარიელი სტადიონები, COVID-ის პროტოკოლები, გადადებული თამაშები, ხანგრძლივი შესვენებები და ძალიან მჭიდრო კალენდარი. 

მაგრამ ეს არაფერს ამართლებს. ვიცით, რომ უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ, რათა უკეთესად ვითამაშოთ და მუდმივად გამარჯვებულები ვიყოთ. ჩვენ იუვენტუსი ვართ! და უბრალოდ არ შეგვიძლია შევეგუოთ იმაზე მცირედს, ვიდრე მოედანზე დომინირებაა! 

იმედი მაქვს, რომ ეს ხანმოკლე გაჩერება დაგვეხმარება, რათა იმაზე უფრო ძლიერები და ერთ მუშტად შეკრულები დავბრუნდეთ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. სეზონის დასრულებამდე ჯერ დიდი გზაა და ჩვენ გვჯერა, რომ კვლავაც ვიზეიმებთ ჩვენს ფანებთან ერთად. 

გჯეროდეთ ჩვენი, გჯეროდეთ ჩვენი გუნდის ისე, როგორც ჩვენ გვჯერა თქვენი და წარმატებებს მივაღწევთ!”,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *