ელენე ხოშტარია: არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას

ვარ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას! ეს არ არის სასამართლო -არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან, მის შესახებ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას გზავნილშია ნათქვამი, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას, ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს, ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყვები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს!”- აღნიშნულია გზავნილში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *