ელენე ხოშტარია თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

  • პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

„რაც ჩვენ გუშინ ყვარელში ვიხილეთ, ეს პირდაპირ მოღალატეების მოქმედება იყო, რომლებიც იცავდნენ ოკუპანტის უფლებას ჩვენს ქვეყანაში ეცეკვათ. შესაბამისად, ისინი გასცდნენ არა მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა დაღუპულ გმირს და საქართველოს მოქალაქეებს. ამის შემდეგ მათ ძალისმიერად, შეურაცხმყოფელად დააკავეს აქტივისტები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავდნენ. შესაბამისად, სრულიად შეგნებულად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს სულ ასე იქნება. მე მივედი პოლიციის თანამშრომელს დავუპირისპირდი სრულიად შეგნებულად და ვითხოვდი კონკრეტულად იმ მომენტში ადვოკატის შეშვებას აქტივისტებთან. ეს არის ის პასუხი, რომელსაც ყოველ ჯერზე მიიღებენ. პოლიციელობა უბრალოდ ფორმის ქონა არ არის, პოლიციელობა არ არის ბიძინა ივანიშვილს და ლავროვს ემსახურო, პოლიციელობა არის ქვეყნის ღირსება დაიცვა და კანონი, რაც მათ დაარღვიეს ამაზე ყოველთვის რეაქცია იქნება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *