ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა

  • საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ღირსების უმაღლესი ორდენით, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენით დააჯილდოვა.

„პატივისცემა უკრაინას და მის ხალხს. პატივისცემა თქვენ, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენი გამბედაობისა და ერთგულებისთვის“, – დაწერა მაკრონმა „ტვიტერზე“.

„ეს ჩემთვის მეტისმეტია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა დაჯილდოებისას და აღნიშნა, რომ სურდა ჯილდო უკრაინელი ხალხისათვის მიეძღვნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *