ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

  • თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების გამო ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება.

“წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *