„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი – სააკაშვილის მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ, ვერც მკურნალი ექიმი აფასებს მდგომარეობას კრიტიკულად

  • მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ და ვერც მკურნალი ექიმი აფასებს მდგომარეობას კრიტიკულად, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, აღენიშნება თუ არა სააკაშვილს მაღალი ტემპერატურა და წნევა, ჩხაიძის განცხადებით, აღნიშნულს ადასტურებს, რის გამოც სააკაშვილს დამატებითი კვლევები დაენიშნა.

„ვინაიდან პაციენტი არის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მისი ინფორმაცია ახლანდელი ჯანმრთელობის შესახებ უნდა მიიღოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *