ზუგდიდში ავსტრიული კუთხე გაიხსნა

  • ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში „ავსტრიული კუთხე“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან და ავსტრიის ელჩთან საქართველოში თომას მიულმანთან ერთად დაესწრო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავსტრიის საელჩომ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ავსტრიული კუთხე საბაზისოდ აღჭურვა გერმანულენოვანი წიგნებითა და პუბლიკაციებით. ავსტრიის ელჩის განცხადებით, სამომავლოდ ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდით კიდევ შეივსება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *