თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

  • საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ა.უ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (53 ცალი) აღმოაჩინეს.

უწყების ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 58 093,14 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *