თბილისის მერმა საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

  • თბილისის მერმა კახა კალაძემ 2023 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას „თბილისობა 2023“ მიულოცა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის საპატიო თბილისელის წოდება მიიღო 26-მა მოქალაქემ.

„მათ შორის არიან: რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი – არჩილ ხომასურიძე; თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი – ჟანრი ლოლაშვილი; ექიმი, პედიატრი – ნუგზარ უბერი; ფოტორეპორტიორი – ალექსანდრე კოტორაშვილი; მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი – რამაზ გახოკიძე; მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე – გია ბაღაშვილი; ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი – გურანდა გრიგორაშვილი; თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი – ნანა ფაჩუაშვილი; ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – თამაზ მაღლაკელიძე; ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მეცნიერი – ამირან ქორიძე; მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე – გურამ ახალაია; თეატრისა და კინოს მსახიობი – მურმან ჯინორია; პოეტი ლია სტურუა; თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი – ლეო ანთაძე; კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი – იმედა კახიანი; მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი – იამზე დოლაბერიძე; მხატვარი – ლევან ლაღიძე; პოეტი, საზოგადო მოღვაწე – დავით მაღრაძე; მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი – რადიშ თორდია; თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი – ავთო მახარაძე; სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი – ზურაბ ლეჟავა; მუსიკათმცოდნე, პედაგოგი – მანანა ახმეტელი; მუსიკოსი, კომპოზიტორი – მამუკა ჩარკვიანი; მხატვარი, მწერალი – ევა ბაბალაშვილი; ენერგეტიკოსი, ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ არველაძე; ექიმი – ფტიზიატრი – ზაზა ავალიანი.

დედაქალაქის მერმა თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *