თეიმურაზ კუპატაძე-მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალის ტერიტორიქზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენა-გასაღებას. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გრძელდება და გაიზრდება დაკავებულების რაოდენობაც“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *