ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ხაზი გაესვა საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი ადასტურებს ავსტრიის რესპუბლიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და საქართველოს ავსტრიის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩენს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც საერთო-ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ავსტრიის რესპუბლიკას საქართველოს სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს, რომელიც რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ხელს უწყობს საერთო-ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიული პროექტი. ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ნეჰამერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები ტურიზმისა და ენერგეტიკის მიმართულებით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *