ირაკლი ღარიბაშვილი-ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობას უცხადებს.

“უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ, აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციისთვის: თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 323 დაშავდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *