ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო.

დოჰას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელიც კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. პრემიერ-მინისტრი შესაბამის პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *