ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

ირაკლი ღარიბაშვილი “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა.

„დღეს მე ჩავიტარე აცრა. ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით. მოგეხსენებათ, რომ 4 თვის წინ გადავიტანე კოვიდი საკმაოდ იოლ ფორმებში, მაგრამ ამის მიუხედავად მე რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა და მქონდა 4000, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რომ კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი.

მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა. ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმისა, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი, ძალიან ბევრი ტრაგიკული ისტორიები ვიცით ჩვენ, ვინაიდან, მათ შემდეგ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდილიანობაც დამდგარა. ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი, რაც მთავრობას შეუძლია და მეცნიერებას ზოგადად მთელ მსოფლიოში, რომ შესთავაზოს მოსახლეობას – არის აცრა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *