ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა

  • მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს – ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“გულწრფელად მინდა ამის თაობაზე ვთქვა, დიდი დანაკლისია. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტრაგედიაა. ასე რომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.

ასევე, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა წინა შემთხვევების დროს დაღუპულის გადმოსვენება მთავრობის უშუალო ჩართულობით მოხდა. ამ ხარჯებს სრულად მთავრობა ფარავს და ასევე, ჩვენი გადაწყვეტილებით, ვინაიდან მათი უმეტესობა იყო ყოფილი სამხედრო, პოლიციელი, ოფიცერი, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში, ყველა ღირსეულად, სამხედრო პატივით იქნა დაკრძალული,“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *