კელი დეგნანი ზუგდიდს სტუმრობდა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან და ზუგდიდის მერთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგანანს შეხვდა.

სამგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა აშშ-ის საელჩოს მიერ რეგიონში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს, ასევე შეეხნენ სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელ საკითხებს.

შეხვედრაზე რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკურ ვითარება მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *