კულუმბეგოვი-ბიზნესმა პასუხისმგებლობა გამოიჩინოს – სტუმარი ტესტით/აცრის სტატუსით დაუშვას

  • ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მწვანე ბარათების გაუქმებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: “კერძო ბიზნესმა და არა მარტო უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ან ახალი (48 სთ) ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით (ბოლო ინექციიდან 3 თვეში ბუსტერის მოთხოვნით). ეს წესი მინიმუმ შემდეგი 1 თვე უნდა მოქმედებდეს. მე პირადათ მხოლოდ ასეთ ობიექტებზე ვაპირებ სტუმრობას”.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *