მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

  • თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მანამდე, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წყლიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *