მედიაგანათლება დოკუმენტური ფილმებით სწავლების მეთოდით PIN-ისგან

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ჩატარდა პროექტის  “დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით” პრეზენტაცია (ფასილიტატორები: მედეა თორია, ნანი მოსიძე).

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ახალგაზრდებში მედიაწიგნიერებისა და   კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.

პროექტი გაგრძელდება ხუთი თვე და მის ფარგლებში, მოხდება დოკუმენტური ფილმების მეთოდით სწავლება, მოსწავლეები ნახავენ მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ხუთ ფილმს, მიიღებენ მონაწილეობას განხილვაში, გამართავენ დისკუსიას, მოეწყობა ვორკშოფები და სხვა აქტივობები.

პროექტში მონაწილეობენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და  მესხიას სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

პროექტს ახორციელებს ჩეხური საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია PEOPLE IN NEED. პროექტი დაფინანსებულიადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  და USAID-ის   მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *