Facebook-ზე რეკლამისთვის 80 ათასი ლარი Facebook-ზე რეკლამისთვის

  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2021 წლის 15 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით Facebook-ზე 80 ათასი ლარის რეკლამის განთავსებას გეგმავს. უწყება შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში უთითებს, რომ მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ დაინტერესებული ჯგუფებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.

“იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე “ფეისბუკის”, აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის მის გამოყენებას უალტერნატივოს ხდის. ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნების გარდა აღნიშნული სოციალური ქსელი მოიცავს 307 მილიონ ევროპის მაცხოვრებელს, რომელიც ჩვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა”-აღნიშნულია ტურიზმის სააგენტოს ადმინისტრაციის დასაბუთებაში.

ფოტო: ინტერნეტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *